ახალი ამბები

პრაღაში ფაშინიანს, ერდოღანსა და ალიევს შორის პირისპირ საუბარი შედგა

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტზე სომხეთის პრემიერმინსტრს, ნიკოლ ფაშინიანს, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიპ ერდოღანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შორის საუბარი შედგა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის თემა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობის ნორმალიზება იყო, ასევე, სავარაუდოდ, მოხდა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაპირისპირების განხილვა.

ასევე ცნობილია, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები, ნიკოლ ფაშინიანი ​და ილჰამ ალიევი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდებიან.

იტვირთბა....