„შე ჩანჩურა, შე კურდღელო, თუ კაცი ხარ რად გინდა დაცვა“, – ასე მიმართეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ლევან ხაბეიშვილს ხარაგაულში.
ხმაური და დაპირისპირება ხარაგაულის მერიაში მას შემდეგ დაიწყო როცა ადგილზე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ჩავიდა.
ხაბეიშვილი პასუხს ითხოვს, რატომ დაუნიშნეს ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ოჯახს სოციალური დახმარება, მაშინ, როცა დავით კიკნაძეს 4 000 -მდე ლარი აქვს.
ხაბეიშვილის ადგილზე მისვლის შემდეგ, ხარაგაულის მერიასთან სავარაუდოდ, “ქართული ოცნების” აქტივისტები გამოჩნდნენ და ოპოზიციის ინფორმაციით, პროვოკაციის მოწყობა სცადეს.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული.

