ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

5 ოქტომბერს საქართველოში სახდეპის მდივნის მოადგილე ჩამოვა

საქართველოში 5-7 ოქტომბერს იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი დენის ჯენკინსი ჩამოვა

ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, სადაც ვკითხულობთ, რომ თბილისში ვიზიტის დროს ჯენკინსი ცენტრალურ აზიისა და კავკასიის რეგიონში ბიოუსაფრთხოების ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოვა და კორონავირუსთან ბრძოლაში მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრებს.

იტვირთბა....