ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოპოზიცია ჯერაც ვერ პატიობს ივანიშვილს, რომ მან დაასრულა დიქტატურა და ადამიანების ჩაგვრა – ღარიბაშვილი

[su_quote]”ოპოზიცია ვერ პატიობენ ბიძინა ივანიშვილს, რომ მან 2012 წლის პირველ ოქტომბერს დაასრულა დიქტატურა, ადამიანების ჩაგვრა, ქვეყნის განადგურება.

მინდა ვთქვა, რომ მათ მოუწევთ შეგუება ამ რეალობასთან, დღეს ქვეყანაში გვაქვს წარმატებული საშინაო და საგარეო პოლიტიკა. ყველა მიღწევა, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის წარმატებას ევროკავშირის გზაზე თუ ნატო-ს მიმართულებით, ყველაფერი უკავშირდება „ქართულ ოცნებას“, იქნება ეს ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა. ახლა უკვე ოფიციალურად შეტანილი განაცხადი წევრობაზე და მიღებული ევროპული პერსპექტივა, რომელზეც უბრალოდ ვერ ვიოცნებებდით „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის კანონს, ჩვენ ძალიან ბევრი ოლიგარქი და ოლიგარქიისკენ მიდრეკილი ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსი, ბიზნესმენი ვიცით, ჩვენ ავიღეთ უკრაინული მოდელი, რომელიც არის მოწონებული ევროკავშირის მიერ და ამ კანონს მივიღებთ”[/su_quote]

განაცხადა პრემიერ ღარობაშვილმა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

იტვირთბა....