ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მესამე პრეზიდენტს პალატაში შეუვარდნენ… მისი მდგომარეობა ახლა ბევრად გაუარესებულია” – სააკაშვილის ადვოკატი

სააკაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც საზღვრის კვეთის ეპიზოდს ეხება და “ვივა მედის” პალატაში უნდა გამართულიყო, გადაიდო. პროცესის ჩაშლის მიზეზი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.

უფლებადამცველების თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა ძალიან რთულია, პროკურორები კი ტყუიან, როცა ამბობენ, რომ საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის რეკომენდაცია გაიცა:

“პროკურატურა და სასამართლო, საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების მარტივი ინსტრუმენტები, შეუვარდნენ საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არის მწოლიარე მდგომარეობაში, ამ შევარდნამ გამოიწვია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, ე.წ. კრიზი, მათ შორის წნევის მკაფიო ცვალებადობა, ის გახდა ცუდად და საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო ჩარევა” – განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

გარდა ამისა, დღეს ვერ შედგა პრეზიდენტის ექსპერტიზა, რომლისთვისაც ამერიკელი ექსპერტია ჩამოსული. აღნიშნული გარემოებაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას უკავშირდება:

“უმძიმესი სურათი დამხვდა, მიჭირს კიდეც ამის გადმოცემა, კატასტროფულ მდგომარეობაში იმყოფება, მერე განაცხადა, რომ თუ ამერიკელ ექსპერტს არ დაუშვებდნენ წამალსაც არ მიიღებდა, უკვე საშიშროება იყო ინფარქტი ან ინსულტი მიეღო, იმიტომ, რომ 200 ჰქონდა წნევა, მერე დაცვის სამსახურმა უზრუნველჰყო, რომ ეს ექსპერტი შემოეყვანათ” – განაცხადა უფლებადამცველმა შალვა ხაჭაპურიძემ.

იტვირთბა....