ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მაქსიმალურიად მოტივირებულები ვართ, რომ უმოკლეს დროში შევასრულოთ 12-ვე რეკომენდაცია – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება მაქსიმალურად მოტივირებულია, რომ ევროკავშირის 12-ვე რეკომენდაცია რაც შეიძლება უმოკლეს დროში შესრულდეს.

მან მოუწოდა ოპოზიციას, მონაწილეობა მიიღონ პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში:

„საქართველო შეასრულებს 12-ვე რეკომენდაციას. ჩვენი ხელისუფლება არის ჩართული, მაქსიმალურად მოტივირებული, რომ უმოკლეს ვადაში იქნას შესრულებული 12-ვე რეკომენდაცია. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ოპოზიციას, მონაწილეობა მიიღონ სამუშაო ჯგუფებში, რომლებიც არის შექმნილი პარლამენტში. ზეგ მივიღებ მონაწილეობას პრაღაში, ევროკავშირის ლიდერების სამიტში, სადაც მიწვეული ვართ პარტნიორი ქვეყნის მთავრობის, სახელმწიფოს მეთაურები. იქაც, რა თქმა უნდა, იგივე მესიჯი, გზავნილი მექნება, რომ ჩვენ ვართ აქტიურად ჩართული ამ პროცესში, ვმონაწილეობთ, ყველა კარი არის ღია ყველა ოპოზიციური პარტიისთვის და ახლა მთავარია, რომ მათი ჩართულობაც უზრუნველვყოთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

იტვირთბა....