ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ქვეყანაში სიღარიბე და უმუშევრობა შემცირებულია – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში სიღარიბე და უმუშევრობა შემცირებულია. მისი თქმით, ტენდენცია უმჯობესდება, თუმცა კიდევ უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო:

„ოპოზიციის მმართველობის დროს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იყო დაახლოებით 27 მილიარდი. 80 მილიარდი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ბოლო ორ წელიწადში, ჩემი პრემიერობის დროს, 30 მილიარდით გავზარდეთ ქვეყნის ეკონომიკა. ეს არის პასუხი და ფაქტი. ამას გარდა, მინდა, ვთქვა, რომ თითქმის 80 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ჯამში ერთად. ბიზნესი, საზოგადოებრივი სამუშაოებიც ამას ემატება და ეს არის მინიმუმი, რაც ჩვენ ამ რვა თვის განმავლობაში შევძელით. ტენდენცია უმჯობესდება, სიღარიბე არის შემცირებული, უმუშევრობა არის შემცირებული და ჩვენ კიდევ უფრო მეტი აქტიურობა გვჭირდება“, – განაცხადა პრემიერმა.

იტვირთბა....