aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ახალი დეტალები „სმარტთან“ მომხდარ კრიმინალურ ფაქტზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსთაველის გამზირზე სუპერმარკეტ „სმარტთან“ გუშინ მომხდარ ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა. როგორც შსს-ში აცხადებენ, „გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ა. თანმხლებ პირებთან ერთად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სუპერმარკეტ „სმარტში“ საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა, რა დროსაც სუპერმარკეტის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს.

გიორგი ა. დაცვის თანამშრომლების მოწოდებამ გააღიზიანა და აგრესიული გახდა. ბრალდებულმა სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათთან ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით მსუბუქად დაჭრა რობერტ ხ. გიორგი ხ. და გიორგი ც, ხოლო გიორგი გ-ს ბლაგვის საგნით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაცვის ოთხივე თანამშრომელი სტაციონარში გადაიყვანეს.

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია“.

სამართალდამცველებმა გიორგი ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე დააკავეს. მისი თანმხლები პირების დასაკავებლად მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.

გამოძიება ხულიგნობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

იტვირთბა....