აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.
„აფსნიპრესის“ ცნობით, 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაიწვევენ 18 – დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან რეზერვში და ექვემდებარებიან სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას.
ამავე ცნობით, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც გაწვევის ვადა ამოეწურათ, სამსახურიდან დაითხოვენ.
აფხაზეთის „მინისტრთა კაბინეტს, სოხუმის ადმინისტრაციას და რაიონის გამგეობებს“ დაევალათ უზრუნველყონ მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევასა და სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.