aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

თბილისის აეროპორტში მამაკაცი გარდაიცვალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სარემონტო სამუშაოების დროს ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

დაღუპული Black Sea Group-ის თანამშრომელი იყო, რომელიც  აეროპორტში სამიმოსვლო ბილიკებისა და ასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. გავრცელებული ინფორმაციით, მას სარემონტო სამუშაოების დროს, სატვირთო მანქანა დაეჯახა. ის 36 წლის იყო.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....