ახალი ამბები საზოგადოება

მარნეულში სკოლის მასწავლებელმა, რომელმაც ბავშვები სასტიკი მეთოდით დასაჯა, თანამდებობა დატოვა

მარნეულის სოფელ კირიხლოს სკოლის ქართული ენის მასწავლებელმა რახმან მუსაევმა, რომელმაც მე-4 კლასის მოსწავლეები დასჯის მიზნით მუხლებზე დააყენა, თანამდებობა დატოვა.  aktual.ge

სკოლის დირექტორმა მეხმან მუსაევმა მედიას განუცხადა, რომ მასწავლებელმა პოსტი “ჯანმრთელობის პრობლემების გამო” დატოვა. რაც შეეხება მოსწავლეების დასჯას, სკოლის დირექტორი ამბობს, რომ საქმეს იძიებს.

დღეს, 2 ოქტომბერს გაავრცელდა ინფორმაცია, რომ კირიხლოს საჯარო სკოლის ქართულის მასწავლებელმა მოსწავლეები დასჯის მიზნით მუხლებზე დააყენა. როგორც გამოცემა წერს, მუსაევმა ფოტოები ბავშვების მშობლებს გაუგზავნა. მათივე ცნობით, მასწავლებელი ასე სჯის მოსწავლეებს, რომლებიც კარგად არ სწავლობენ.

მასწავლებელი პარალელურად მარნეულის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატია.

წყარო: aktual.ge

 

იტვირთბა....