ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

დიდი არეულობა ოკუპანტ ქვეყანაში: “მოსალოდნელი შედეგი დადგა – პუტინი რუსეთში სიტუაციას ვეღარ აკონტროლებს”

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი და კერძო არმიის “ვაგნერის” ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი, ლიმანში რუსეთის კრახის გამო, “შეუვარდნენ” გენერალურ შტაბსა და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს, კერძოდ, ალექსანდრე ლაპინს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის საყვარელი გენერალია.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

“დამნაშავეების დანიშვნა მხოლოდ ლიდერების პრივილეგიაა. რატომ ნიშნავენ დამნაშავეს, როცა ლიდერს ჯერ არ უთქვამს? ეს ნიშნავს, რომ ლიდერის ძალაუფლება შერყეულია. ყველაზე დიდი კერძო არმიის ორი მფლობელი თავს უფლებას აძლევს გენერალი გაუშვას და სხვა დანიშნოს. ქვეყნის გენერალურ შტაბში, რომელსაც აქვს ძირითადი წილი სამხედრო ძალაზე.

ჩვენი პროგნოზები გამართლდა, დამნაშავეები დაინიშნენ, პუტინი კი ვერ აკონტროლებს ურთიერთობებს სხვადასხვა დონის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის სუბიექტებს შორის, რადგან ისინი თავს უფლებას აძლევენ საჯარო შეტაკებები მოაწყონ“, – თქვა არესტოვიჩმა.

იტვირთბა....