თავდასხმა მოხდა “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფზე.
ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკაში ჩასულ ჟურნალისტს და ოპერატორს ექიმებმა მუშაობის საშუალება არ მისცეს. არხის რეპორტიორები ადგილზე პაციენტების ოჯახის წევრების თხოვნით ჩავიდნენ.
ბედიანში ჩასულ გადამღებ ჯგუფს ადგილზე ერთი ფსისიქტრი, გუშაგი და მომარაგების თანამშრომელი დახვდა, რომლებიც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ჟურნალისტებს იმაზე რთული ვითარება დახვდათ, ვიდრე სახალხო დამცველის ანგარიშში იყო აღნიშნული. ბოლოს აღნიშნულ კლინიკას პრობლემა 2019 წელს ჰქონდა, იმ დროს ჯანდაცვის სამინისტრომ მისი დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა იქ დასაქმებულებმა ამის უფლება უწყებას არ მისცეს.
ფსიქიატრიულში გაუსაძლისი მდგომარეობაა. 37 ადამიანის უფლება ყოველდღიურად ირღვევა. მძიმე პაციენტებს ანტიფსიქოზურ წამლებს ზედოზირებით ასმევენ, ამცირებენ და შეურაცხყოფას აყენებენ. აღნიშნულს ანტისანიტარიაც ემატება.
მომხდარის შემდეგ “პირველები” დაწესებულების დირექტორს ტელეფონით დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ პაციენტებს სათანადო პირობები აქვთ, თუმცა კლინიკაშ შესვლის ნებართვა გადამღებ ჯგუფს მან მაინც არ მისცა.
” პაციენტების შენობაში თქვენ ვერ შეხვალთ…არაფერია დასამალი, არაფერსაც არ განახებთ, იმიტომ, რომ ასე შემოსვლა და ვიღაცამ გადაიღოს და „ტვ პირველი“ ხართ თუ ვინ ხართ არავინ იცის…, – თქვა კლინიკის დირექტორმა.