დღეს ქალ მეწარმეთა პროდუქციის პირველი გამოფენა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა, რომელიც ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ნაწილია და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და სოციალურ- ეკონომიკურ, ბიზნეს სფეროებში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ამ ღონისძიებაზე დასწრება, ჩემი, როგორც ქალი პრეზიდენტის ვალდებულებაა. ჩემი ვალდებულებაა, ყველგან მხარი დავუჭირო საქართველოს ქალებს, მათ საქმიანობას, მათ მოღვაწეობასა და განვითარებას. რეგიონებში ყოფნისას არაერთხელ გვქონდა საშუალება, ქალი მეწარმეები მოგვენახულებინა და გვენახა, რამდენად დიდი და დინამიურია ჩვენი ქალების პოტენციალი,” – განაცხადა პრეზიდენტმა
მისივე განცხადებით ქალების შემდგომი განვითარებისთვის ფინანსური რესურსი, ნებისმიერ საწარმოს სჭირდება შემდეგ საფეხურზე გადასასვლელად.
“მივმართავ პარლამენტს, ძალიან ბევრია გასაკეთებელი, რათა ქალებს ფინანსურ საშუალებებზე მეტი წვდომა ჰქონდეთ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ნებისმიერი საწარმო გადავიდეს იმ განზომილებაში, რომ ქვეყნის ეკონომიკის ნამდვილი ძრავა გახდეს,” – ზურაბიშვილი