ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მდებარე ნატოს წევრი ქვეყნების პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
„ჩვენ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პრეზიდენტებს, ქვეყნების, რომელთა ლიდერები ომის დროს ეწვივნენ კიევს და საკუთარი თვალით იხილეს რუსული აგრესიის შედეგები, არ შეგვიძლია გავჩუმდეთ რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არ ვაღიარებთ და არასოდეს ვაღიარებთ, უკრაინის რომელიმე ტერიტორიის ანექსიისთვის, რუსეთის მცდელობებს. მტკიცედ ვუჭერთ მხარს 2008 წლის ბუქარესტის ნატოს სამიტის გადაწყვეტილებას უკრაინის მომავალ წევრობასთან დაკავშირებით. მხარს ვუჭერთ უკრაინას რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ თავის დაცვაში, მოვითხოვთ რუსეთისგან, დაუყოვნებლივ გავიდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან და მოვუწოდებთ ყველა მოკავშირეს, არსებითად გაზარდონ უკრაინის სამხედრო დახმარება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
დოკუმენტს ხელს აწერენ ჩეხეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, მონტენეგროს, პოლონეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტები.