სოფელ ბადიაურთან ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და ოპელის მარკის ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ერთ-ერთ მათგანში მყოფი 4 ადამიანი გარდაიცვალა, მეორეში კი 1 დაიღუპა.
დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით აღიძვრა, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია 2 და მეტი ადამიანის გარდაცვალება.