ფლორიდის შტატში ქარიშხალ „იანის“ მსხვერპლთა რიცხვმა 47-ს გადააჭარბა.
CNN-ის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის „იანი“ პოსტ-ტროპიკული ციკლონის დონემდე შესუსტდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის საფრთხეს აღარ წარმოადგენს.
ქარიშხალმა ასევე ასობით სახლი დააზიანა. ბოლო მონაცემებით, ფლორიდის, სამხრეთ კაროლინის, ჩრდილოეთ კაროლინისა და ვირჯინიის შტატებში ელექტროენერგიის გარეშე მილიონზე მეტი ადამიანია დარჩენილი.
30 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქარიშხალ „იანის“ მოახლოების გამო სამხრეთ კაროლინაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.