ოკუპანტები დროებით ოკუპირებული ლუგანსკის ოლქიდან ობლების რუსეთში იძულებით წაყვანას განაგრძობენ. მათ მოსკოვის რეგიონში 76 ბავშვი უკანონოდ გადაასახლეს. კიდევ 104 ობოლი ემზადება უახლოეს მომავალში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გასაგზავნად.
შესაბამისი ინფორმაცია ლუგანსკის ლუგანსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ ოფიციალურ ტელეგრამის არხზე გაავრცელა.
“კიდევ 76 ობოლი გადაიყვანეს რუსეთის ფედერაციის არასრულწლოვანთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრებში, რომლებიც მდებარეობს მოსკოვის რეგიონში. ამჟამად რუსეთის ოთხმა რეგიონმა უნდა მიიღოს ისინი”, – აღნიშნა გაიდაიმ.