აქტუალური თემა ახალი ამბები პოლიტიკა

ოცნებიდან იმედგაცრუებამდე – ოპოზიცია ხელისუფლების 10 წლიან მმართველობასა და მის არასწორ პოლიტიკაზე

“ოცნებიდან იმედგაცრუებამდე” – როგორ აფასებს პარტია “საქართველოსთვის” წევრი, ანა ბუჩუკური ოცნების 10 წელს.

ოპოზიციონერის თქმით, ეს ყველაზე მეტად გამოხატავს „ოცნების“ დრამატულ სახეს.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია, კი მმართველი პარტიის 10 წელს იანუკოვიჩის მმართველობას ადარებს და ამბობს, რომ ზუსტად ასე უზრდის საქართველოს საფრთხეს ივანიშვილის რეჟიმი, როგორც ეს უკრაინის ყოფილმა მმართველმა გააკეთა.

“ეს ხალხი ატყუებს ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენ ომს გადაგარჩინეთო, თან ეუბნება, ამის ხარჯზე შეიძლება სახელმწიფოს დათმობა მოგვიწიოსო. ამ ყველაფრის შედეგად კი არ ამცირებენ შანსს მსხვერპლის და აგრესიის, ზრდიან. თუ ჩვენ სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება გვინდა, ივანიშვილის რეჟიმი გვიზრდის, კი არ გვიმცირებს საფრთხეს, ზუსტად ისე, როგორც ეს გააკეთა უკრაინისთვის იანუკოვიჩმა”. – განაცხადა ბოკერიამ.

იტვირთბა....