უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით ხარკოვის ქალაქ კუპიანსკში ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოქალაქეების მანქანების კოლონა დაბომბეს, დაიღუპა, სულ მცირე 20 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი. რაც შეეხება დაშავებულებს, მათი რიცხვი ამ დროისთის ზუსტდება.
შემთხვევა ოკუპირებულ სვატოვსა და გათავისუფლებულ კუპიანსკს შორის მოხდა.
ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტები მუშაობენ.