აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო-ს ალიანსი ტერიტორიის დასაცავად მზადაა.
ამასთან, ბაიდენის თქმით, წესდება ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.
„აშშ და ნატო-ს მოკავშირეები სრულ მზადყოფნაში არიან, ალიანსის ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი დაიცვან. ბატონო პუტინ, მინდა, სწორად გაიგოთ, რასაც ვამბობ. დღესვე ვაწესებთ ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ეს ითვალისწინებს სანქციების დაწესების შესაძლებლობას ყველა იმ პირისა თუ ორგანიზაციის მიმართ, ვინც პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას უწევს რუსეთის თაღლითურ პრეტენზიებს ახალ ტერიტორიებზე. მე მჭიდრო კონტაქტი მაქვს ნატო-ს მოკავშირეებთან, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ პუტინის აგრესიას“, – განაცხადა ბაიდენმა.