ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

“უკრაინა აუცილებლად დაიბრუნებს თავის ყველა ტერიტორიას” – Lend-Lease-ის კანონი უკვე ამოქმედდა

Lend-Lease-ის შესახებ კანონი დღეიდან ამოქმედდა, რის შემდეგადაც ამერიკა უკრაინას ტანკებსა და ჯავშანტექნიკას, საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ასევე, საბრძოლო თვითმფრინავებს მიაწვდის.

უახლოეს მომავალში კი გამოქვეყნება კიდევ ერთი სია, სადაც კონკრეტული ადამიანები და ის კომპანიები მოხვდებიან, რომლებიც რუსეთს ომს უკრაინაში ფინანსურად მხარს უჭერენ. მათ ამერიკის შეერთებული შტატები დაასანქცირებს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უკრაინის რადის თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი კომენტარს აკეთებს:

“აშშ-ის კანონი ლენდ-ლიზის შესახებ დღეს ამოქმედდა. რაც ნიშნავს უფრო განსხვავებულ და მაღალხარისხიან იარაღს. უკრაინა აუცილებლად დაიბრუნებს თავის ყველა ტერიტორიას”

იტვირთბა....