რუსეთის მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკრაინელი გენერალური დირექტორი რუსულმა პატრულმა დააკავა, – ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო უწყება „ენერგოატომი“ ავრცელებს.
კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ იჰორ მურაშოვი მაშინ დააკავეს, როდესაც ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურიდან ქალაქ ენერგოდარში მიემართებოდა. მურაშოვი ავტომობილიდან გადაიყვანეს და თვალახვეული გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.