მსოფლიო

ახალი გემი „ტიტანიკი II“-ის ზუსტი ასლი იგება

ჯერ არ დაჯავშნოთ ბილეთები „ტიტანიკი 2“-ზე მოსახვედრად, რადგან მისი ზუსტი ასლის დამზადება 2018 წლამდე გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ახალი გემი იქნება ზუსტი ანალოგი იმ საბედისწერო, ცნობილი გემისა, რომელიც 1912 წლის აპრილში აისბერგის შეჯახების შედეგად ჩაიძირა. განსხვავებით იმისა, ახალი გემი უფრო ფართო იქნება, ექნება უფრო მყარი კორპუსი და უფრო მეტი მაშველით იქნება დაკომპლექტებული, ვიდრე მაშინ.

„ახალ ტიტანიკს, რა თქმა უნდა, ექნება თანამედროვედ მოწყობილი ევაკუაციის პროცედურები, სატელიტური კონტროლი, ციფრული ნავიგაცია და სარადარო სისტემები – ეს არის ის ყველაფერი, რომელსაც უნდა ელოდოთ 21-ე საუკუნის გემზე“ – განაცხადა პალმერის კომპანიის –  Blue Star Line-ის გლობალური მარკეტინგის დირექტორმა ჯეიმს მაკდონალდმა.

იტვირთბა....