ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„საქართველო ერთგულად მიჰყვება რეფორმების განხორციელების ამბიციურ გზას“

„საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გზაზე“ – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

როგორც მან ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველო ერთგულად მიჰყვება რეფორმების განხორციელების ამბიციურ გზას, რასაც მოკავშირეებმა მაღალი შეფასება მისცეს.

“მოკავშირეებმა დღეს მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი უმნიშვნელოვანეს სფეროებში, სამართლის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ჩათვლით. ყველა მოკავშირე მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მისი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

სიტყვით გამოსვლისას ალიანსის გენერალურმა მდივანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

მან რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ  საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება შეცვალოს და განაცხადა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ბრიუსელში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

იტვირთბა....