ბათუმის მე-7 საჯარო სკოლიდან გაგდებული მოსწავლის დედა, რომლის შვილმაც სკოლის სტენდზე სხვა ქვეყნების ეროვნულ სიმბოლოებთან ერთად გაკრული აფხაზეთის დროშა ჩამოხია, აცხადებს, რომ სკოლის დირექტორი რუსებზე უფრო მეტად ზრუნავს, ვიდრე ქართველ მოსაწავლეებზე.
„ყველაფერი აფხაზეთის დროშის გამო დაიწყო. ბავშვებმა კლასში პროტესტი გამოთქვეს, თუ რატომ არის აფხაზეთის დროშა სტენდზე ცალკე სახელმწიფოდ. ბავშვმა რუსეთის დროშა საკუთარი ხელით ჩამოხსნა. დამიბარა დირექტორმა და გადაიყვანე სადაც გინდაო – დღეს დროშა ჩამოხია და ხვალ რუს მოსწავლეს დამიზიანებსო – გამოდის, რუს მოსწავლეებზე უფრო მეტად ზრუნავს“, – აცხადებს ბათუმის მე-7 საჯარო სკოლიდან გაგდებული მოსწავლის დედა.
რუსეთის დროშის ჩამოხევისთვის დასჯილი მოსწავლის ფაქტზე ბათუმში სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ინფორმაცია გავრცელდა მოსწავლის გარიცხვის შესახებაც, რასაც აჭარის განათლების სამინისტროში არ ადასტურებენ – “მოსწავლე ნამდვილად არ არის გარიცხული“, – განაცხადა აჭარის განათლების მინისტრმა.