ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში მოსწავლე, რომელმაც პუტინის დროშა ჩამოხია, სკოლიდან გააგდეს

ბათუმის მეშვიდე საჯარო სკოლიდან გააგდეს მოსწავლე, რომელმაც ჩამოხია რუსეთის დროშა, როემლიც კედელზე სხვა ქვეყნების ეროვნულ სიმბოლოებთან ერთად იყო გაკრული. ამის შესახებ ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, დირექტომრა შორენა ქონიაძემ აღნიშნული ბავშვის მშობელი სკოლაში დაიბარა და მის ქმედებაზე უსაყვედურა. ამასთან, არსებული ინფორმაციით, დირექტორმა მშობელთა დისციპლინური კომიტეტი საქმეში არ ჩართო და ბავშვის გარიცხვის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო.

როგორც TV25-ს სკოლის ადმინისტრაციაში განუცხადეს, სასწავლო დაწესებულებაში მოსწავლეთა ნაწილი ეროვნებით რუსია და კედელზე გაკრული დროშებიდან ერთ-ერთი, ამ გარემოების გათვალისწინებით იყო გაკრული.

იტვირთბა....