ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტების ცოცხალი ძალის, იარაღის და ტექნიკის ათეულობით რაიონს დაარტყეს

გასულ დღე-ღამეში უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტების ცოცხალი ძალისა და იარაღის, საბრძოლო მასალებისა თუ ტექნიკის კონცენტრაციის ათეულობით რაიონს დაარტყეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია ნათქვამი.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მხოლოდ ლუგანსკის ოლქის სოფელ ბახმუტოვკაში, მოწინააღმდეგის საკონცენტრაციო ზონაზე დარტყმის შედეგად, განადგურდა ორმოცდაათზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 17 ერთეული მტრის ტექნიკა. ხოლო ზაპოროჟიეს რეგიონის ქალაქ ტოკმაკში 50-მდე ოკუპანტი დაიჭრა, ხოლო განადგურდა მტრის 10 ერთეული სამხედრო ტექნიკა.

ამას გარდა, ზაპოროჟიეს ოლქის გულიაპოლსკის რაიონში დაიჭრა მოწინააღმდეგის 40-მდე ჯარისკაცი, ხოლო მელიტოპოლში განადგურდა საკონტროლო პუნქტი, საზენიტო სარაკეტო სისტემა С-300 და დაიჭრა 50-ზე მეტი ოკუპანტი.

ამავე თემაზე: 500-მდე ოკუპანტი, 8 დრონი, ორი თვითმფრინავი – როგორია რუსეთის დანაკარგები ბოლო 24 საათში

იტვირთბა....