[su_quote]”მინდა თეა წულუკიანის სიტყვებს გამოვეხმაურო და ჩემი სოლიდარობა გამოვუცხადო მას.
მხოლოდ ძლიერი ქალი თუ შეძლებდა ამ საკითხზე საჯაროდ საუბარს. მან ამ განცხადებით ძალიან ბევრი რამ თქვა და ვფიქრობ მაგალითი მისცა ქალებს, რომ საჭიროა ძალადობაზე საუბარი და ხმის ამაღლება.
მაშინ როცა, ასეთ წარმატებულ ქალს უწევს მსგავს ძალადობრივ და სტერეოტიპულ მოვლენებთან გამკლავება, წარმოიდგინეთ სხვა ქალები რა წინააღმდეგობებს შეიძლება აწყდებოდნენ.
მიმაჩნია, რომ აღნიშნული პირი, რომელზეც თეა წულუკიანმა ისაუბრა არ იმსახურებს იმ დაფასებას, რომელიც მას აქვს სპორტის ფედერაციაში ღირსეული სპორტსმენებისგან.
პირდაპირ ეთერში ქალბატონმა თეამ მოძალადე პირის ვინაობა დაასახელა:
“ის ადამიანი, ვინც ჩემზე დასარტყმელად გაიწია, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი”[/su_quote]
წერს “ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.