უკრაინის შეიარაღებული ძალები ლუგანსკის ოლქს ათავისუფლებენ და ტყვედ აჰყავთ მობილიზების შედეგად გამოგზავნილი რუსები. ამის შესახებ ინფორმაციას სტრატეგიული კომუნიკაციების და ინფორმაციული უსაფრთხოების ცენტრი ავრცელებს.
“უკრაინის დამცველები არ გაჩერდნენ ხარკოვის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე და გააგრძელეს სამშობლოს გათავისუფლება დამპყრობლებისგან. უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს მდინარე ოსკოლის აღმოსავლეთით და ლამანში რუსების დაჯგუფებას ალყაში აქცევენ. ამასთან, უკრაინის არმიამ დაიწყო ლუგანსკის ოლქის გათავისუფლება”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.
სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრში ასევე აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე, თავდაცვის ძალები მტრის შეკავებით არიან დაკავებული ხერსონში.