ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმის გამო პოლონეთმა საჰაერო თავდაცვა მზადყოფნაში მოიყვანა

რუსეთის მიერ უკრაინაზე მასირებული იერიშების გამო პოლონეთმა სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა სახმელეთო, საჰაერო თავდაცვის სისტემები და რადიოლოკაციური დაზვერვა – ამის შესახებ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა აცხადებს.

„რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული ავიაციის აქტიურ მოქმედებებთან დაკავშირებით, დაიწყო პოლონეთის და მოკავშირეთა ავიაციის ოპერაცია ჩვენს საჰაერო სივრცეში. არსებული პროცედურების შესაბამისად, მოიერიშეების მორიგი წყვილი ჰაერში განთავსდა, ხოლო სახმელეთო ბაზირების საჰაერო თავდაცვისა და სარადარო დაზვერვის სისტემები მაღალი დონის მზადყოფნაშია“ – აცხადებენ სარდლობაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაზე მასირებული საჰაერო იერიში მიიტანა. ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განხორციელდა კიევზე, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.

იტვირთბა....