ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის შეიარაღებული ძალები მაღალ მზადყოფნაში მოიყვანა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
Reuters-ის წყაროს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ირანმა უარყო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნა პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ, მას სურს გააგრძელოს არაპირდაპირი მოლაპარაკებები ომანის მეშვეობით.
„არაპირდაპირი მოლაპარაკებები გვთავაზობს შანსს შევაფასოთ ვაშინგტონის სერიოზულობა ირანთან პოლიტიკური გადაწყვეტის შესახებ“ – განაცხადა ოფიციალურმა პირმა.