” რუსეთზე ზეწოლა ჯერ კიდევ არასაკმარისია და ამას ადასტურებს რუსეთის ყოველდღიური თავდასხმები უკრაინაზე” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
“რუსეთზე ზეწოლა ჯერ კიდევ არასაკმარისია და ამას ადასტურებს რუსეთის ყოველდღიური დარტყმები უკრაინაზე. წუხელ კიევის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს, ხოლო დრონები რეგიონს დაესხნენ თავს. დარტყმები. ასევე დარტყმა განხორციელდა მიკოლაივის, სუმის, ხარკოვის, ხმელნიცკის და ჩერკასის რეგიონებში. საჰაერო თავდასხმების რაოდენობა იზრდება. ასე ავლენს რუსეთი თავის ნამდვილ ზრახვებს – გააგრძელოს ტერორი მანამ, სანამ მსოფლიო ამის საშუალებას მისცემს“ – აცხადებს ზელენსკი.