კრემლის პრეს-სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი “დონბასისა და უკრაინის ოთხივე გათავისუფლებულ ტერიტორიას” გაუფორმებს გაწევრიანების ხელშეკრულებას.
“[შემოვიერთებთ] ოთხივეს. ყველა ტერიტორიას, სადაც რეფერენდუმები ჩატარდა”, – აცხადებს პესკოვი.
შეგახსენებთ, 23-27 სექტემბერს დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპაროჟიეს დროებით ოკუპირებულ რეგიონებში ფსევდორეფერენდუმი ჩატარდა რუსეთთან მიერთების საკითხზე და გამოცხადდა “შედეგები”, რომელთა მიხედვითაც, გამოკითხულთა უმრავლესობამ თითქოს რუსეთთან მიერთებას დაუჭირა მხარი.