[su_quote]ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში აღმაშფოთებელი და მიუღებელია. ლუკაშენკო წარმოადგენს პუტინს და არა ბელარუს ხალხს. ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით და ვცდილობთ უფრო ღრმა თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის[/su_quote]
ამის შესახებ ბელარუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სვეტლანა ტიხანოვსკაია აცხადებს და ამბობს, რომ ბელარუსის გაერთიანებული გარდამავალი კაბინეტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრულ მხარდაჭერას გამოხატავს.
შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ჩავიდა და ბიჭვინთის აგარაკზე ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.