ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბას განცხადებით, არ აინტერესებთ, რა რეაქციები მოჰყვა საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოებაში ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს აფხაზეთში.
“ჩვენ ბელარუსს განვიხილავთ, როგორც ჩვენი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებას. ისინი ჩვენი მეგობრები არიან. არ გვაღელვებს ამ ვიზიტთან დაკავშირებით მესამე ქვეყნების, მაგალითად საქართველოს, რეაქცია. აფხაზეთის რესპუბლიკა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, საერთაშორისო სამართლის სუბიექტი და გეოპოლიტიკური რეალობა”, – ამბობს არძინბა.
შეგახსენებთ, ალექსანდრე ლუკაშენკო გუშინ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და ბიჭვინთის აგარაკზე ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტის გამო უწყებაში ბელარუსის ელჩი დაიბარა დ განმარტებები მოსთხოვა. ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტს მწვავე შეფასებები მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოებაში, მაგალითაც, ევროპარლამეტნარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ “ლუკაშენკო ტერორისტია, პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველი”, რომლის ვიზიტი ან აღიარებაც აფხაზეთში, ბევრს არაფერს ნიშნავს.