ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ლუკაშენკო ტერორისტია – მისი ვიზიტი, ან აღიარება აფხაზეთში, ბევრს არაფერს ნიშნავს” – ვიოლა ფონ კრამონი

ვიოლა ფონ კრამონი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს ეხმაურება ოკუპირებულ აფხაზეთში.

“ლუკაშენკო ტერორისტია, პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველი, რომელსაც ევროკავშირი არ აღიარებს. მისი ვიზიტი ან აღიარება აფხაზეთში, ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ეს შეხსენებაა რუსეთის ყველა დამშოშმინებლისთვის საქართველოში, რომ ბოროტების დამშვიდება ყოველთვის უკუშედეგს იძლევა. ლუკაშენკო პუტინთან ერთად დასრულდება!” – წერს კრამონი Twitter-ზე.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტის გამო უწყებაში ბელარუსის ელჩი დაიბარა დ განმარტებები მოსთხოვა.

იტვირთბა....