ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ რუსებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ – დუმის სპიკერი

დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, იმ რუსებს, რომლებიც სამხედრო აღრიცხვაზე არიან, ქვეყნიდან გასვლა აეკრძალათ.

“კანონის ასეთი ნორმა არსებობს და სამხედრო სამსახურში მყოფი ყველა პირმა ამით უნდა იხელმძღვანელოს”, – წერს ვოლოდინი Telegram-ზე და მოჰყავს ფედერალური კანონი “მობილიზაციისთვის მომზადებისა და მობილიზაციის შესახებ რუსეთის ფედერაციაში”, რომელიც სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილ პირებს კომისარიატების ნებართვის გარეშე ქვეყნის ტერიტორიის დატოვებას უკრძალავს.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ქვეყნის მასშტაბით ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რის შემდეგაც, სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს საზვართან იმატა იმ პირთა რაოდენობამ, რომლებსაც რუსეთის დატოვება სურთ.

იტვირთბა....