“ცვლილებების ეპოქაში ვართ, ინგრევა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაკანონებული საერთაშორისო მართლწესრიგი, მიდის დედამიწის რუკის ხელახლა დახაზვა, სამწუხაროდ ინიციატორი აგრესორი კრემლი გამოდგა და ამ ცეცხლის ხაზზე აღმოვჩნდით ჩვენ,”, – ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, აგრესორი ქვეყანა ახლა, 30 წლის შემდეგ, ჭუბერის გზას გადის.
“ცვლილებების ეპოქაში ვართ, ინგრევა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაკანონებული საერთაშორისო მართლწესრიგი, მიდის დედამიწის რუკის ხელახლა დახაზვა, სამწუხაროდ ინიციატორი აგრესორი კრემლი გამოდგა და ამ ცეცხლის ხაზზე აღმოვჩნდით ჩვენ, ჩვენი ხალხის ხარჯზე, ჩვენი ჭუბერის გზის სახით დაიწყო 90-იან წლებში… 30 წლის შემდეგ უფალმა რუსებს ჭუბერი მოუწყო ლარსში, ჩვენ ვართ დიდ ქარცეცხლში რუსული იმპერიის აღდგენა ჩვენით დაიწყო დიდად არ მოუკლია თავი დასავლეთს ეს დაეგმოთ თავის დროზე.” – განაცხადა ნათელაშვილმა.