ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ის მთავრობა რუსეთის მოქალაქეებს თავშესაფარს მისცემს

თეთრი სახლის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს თავშესაფარს მიცემს.

როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, შესაბამისი სამსახურები ინდივიდუალურად განიხილავენ თავშესაფრის მაძიებლების განაცხადებს და კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში თავშესაფრის მიღება შეეძლებათ.

“აშშ ხაზგასმით მიჯნავს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მთავრობას რუსეთის მოქალაქეებისგან, რომელთა ნაწილიც ომის წინააღმდეგია და აკმაყოფილებს თავშესაფრის მიღებისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს“, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რუსეთის მოქალაქეები მასობრივად ტოვებენ ქვეყნის საზღვრებს.

ამავე თემაზე: მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, EU-ს საზღვრები რუსეთის 66 000-მა მოქალაქემ გადაკვეთა

იტვირთბა....