ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, EU-ს საზღვრები რუსეთის 66 000-მა მოქალაქემ გადაკვეთა

ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების მიერ ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთის მაჩვენებელი გაზრდილია. ამას მოწმობს ევროკავშირის სასაზღვრო კონტროლის სააგანტოს მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ერთი კვირის განმავლობაში EU-ს საზღვრები რუსეთის 66 000-მა მოქალაქემ გადაკვეთა – ეს წინა ერთი კვირის მაჩვენებელზე 30 პროცენტით მეტია.

ამასთან, რუსეთის მოქალაქეთა უმეტესობა ფინეთისა და ესტონეთის სასაზღვრო პუნქტებს მიმართავს. სააგენტოს ცნობით, მობილიზაციის გამოცხადებიდან თხ დღეში, მხოლოდ ფინეთში რუსეთის 30 000 მოქალაქე ჩავიდა.

როგორც ევროკავშირის სასაზღვრო კონტროლის სააგანტო აღნიშნავს, EU-ს ტერიტორიაზე შესული რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობას ბინადრობის უფლება, შენგენის ვიზა ან ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

იტვირთბა....