ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზარქუა: ერთი ერთში ჯდება [ხოშტარიას] ხელწერა რუსულ ნარატივში და მერე არ გაგიკვიდეთ, რომ რუსეთი აფინანსებდა მთელი ეს პერიოდი

[su_quote]დააკვირდით ხელწერას, ერთი-ერთში ჯდება რუსულ ნარატივში და მერე არ გაგიკვიდეთ, რომ რუსეთი აფინანსებდა მთელი ეს პერიოდი ქალბატონ ხოშტარიას, კეზერაშვილთან ერთად. თურმე, ბინაც შეუძენია ბათუმში, რაღაც სისულელე მოიგონებს მერე – თურმე, თეატრალური დასებიდან. ახლა, ეს რას აკეთებს? მთელი დასავლეთი და ევროკავშირი გვეუბნება პირიქით, რომ რუსეთიდან დევნილებს, ვინც პუტინის რეჟიმს გამოექცნენ, იქნებ გვერდში დავუდგეთ. ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ მივიღებთ რუსეთიდან იმ ხალხს და იმ ახალგაზრდებს, ვინც უარს ეუბნება პუტინს ომში ჩართვაზეო, ამ დროს, “დროას“ ლიდერი ლარსში აკეთებს განცხადებას, რამენაირად ეს ხალხი დაიჭირეთო. ხომ ხედავთ, რა აცდენაა – ერთ მხარეს დგას ცივილიზებული და თავისუფალი სამყარო, საქართველოს ხელისუფლებასთან და საქართველოს მოსახლეობასთან ერთად და აქეთ არიან რადიკალები, რომლებიც რუსეთის ინტერესების გამტარებლები არიან, ქალბატონი ხოშტარიას თამადობით[/su_quote]

ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ “დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ ლარსის სასაზღვრო პუნქტთან დაგეგმილი აქციის შესახებ განაცხადა.

იტვირთბა....