რუსეთის მოქალაქეები ავტომობილებს საცობებში ყიდიან და საქართველოსკენ ფეხით მოემართებიან.
რუსეთიდან გადმოსულების ნაწილი საზღვრის მიმდებარედ სამხედრო კომისარიატის მობილური პუნქტის გახსნას ადასტურებს.
“დიდი ხანი ვიდექით უზარმაზარ საცობში, ახლა რუსეთში საშინელი პანიკაა და ყველა გამორბის. დიდი თანხების გადახდა მოგვიწია იმისთვის, რომ საქართველომდე მომეღწია. ხალხი მანქანებს ყიდის ადგილზე ძალიან იაფად. საზღვარზე დგას მობილური გაწვევის პუნქტიც, სადაც ჩეჩნებს არ ატარებენ – აცხადებს რუსეთის მოქალაქე ტვ პირველთან საუბარში.