საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო იზოლაციის ვალდებულება სრულად მოიხსნა.
დღემდე მოქმედი რეგულაციით, არავაქცინირებულ ან არასრულად ვაქცინირებულ მოქალაქეები კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში 8-დღიან იზოლაციაში უნდა გადასულიყვნენ და მისი დასრულების შემდეგ, 9-12 დღის განმავლობაში ნიღაბი უნდა ეტარებინათ.
დანარჩენი მოქალაქეებისთვის კი COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტის შემთხვევაში იზოლაცია მოხსნილია თუმცა, მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში ნიღბის ტარების რეკომენდაცია ეძლევათ.