ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სასჯელის ნახევარზე მეტი მოვიხადე, ბევრი რამ გადავაფასე” – დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროდან წერილს ავრცელებს

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან “ინტერპრესნიუსს“ წერილს უგზავნის და ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მისი მკურნალობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეუძლებელია.

“როგორც იცით, დაპატიმრებიდან მალევე დამემართა მარჯვენა კიდურების პარალიზება. სამწუხაროდ, მდგომარეობა დღემდე უცვლელია. დამოუკიდებლად ვერ ვმოძრაობ და ჩემი ახლო მანძილზე გადაადგილებაც კი საკაცით უწევთ. ჩემი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ყველა სამედიცინო დასკვნა ამას ადასტურებს. შესაბამისი მკურნალობის გარეშე მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. ამ დაწესებულებაში ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ და მადლიერი ვარ ხელმძღვანელობის და პერსონალის, თუმცა ისეთი დაავადების მკურნალობა, რაც მე მჭირს, სხვა საშუალებებს და რეჟიმს მოითხოვს, ეს კი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეუძლებელია. ვფიქრობ, უნდა დააკმაყოფილონ სასჯელის გადავადების მოთხოვნა”, – აცხადებს დეკანოზი მამალაძე.

მან ასევე ისაუბრა, რა გეგმები აქვს საპატიმროს დატოვების შემდეგ.

“მართლაც, სასჯელის ნახევარზე მეტი მოვიხადე. ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი რამ გადავაფასე და ბევრიც სხვაგვარად დავაფასე. როდესაც გავთავისუფლდები ჩემი დროისა და ენერგიის უდიდეს ნაწილს ჩემს ოჯახს მოვახმარ. ეს წლები, რაც ჩემს შვილებს მოვაკელი, უნდა ავანაზღაურო. ასევე მკურნალობისთვის დამჭირდება მობილიზება. ასე რომ, არ მგონია სხვა რამისთვის დამრჩეს დრო და ენერგია”, – აცხადებს მამალაძე.

იტვირთბა....