ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ინალ არძინბა: მიგვაჩნია, რომ საქართველოსთან ომის ალბათობა მაღალია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “საგარეო საქმეთა მინისტრის“, ინალ არძინბას განცხადებით, მიიჩნევს, რომ საქართველოსთან ომის ალბათობა მაღალია.

“მანამ საქართველოსთან ჟენევის დისკუსიებზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას მოვაწერთ ხელს, (რომელიც ჯერ კიდევ არ არის ხელმოწერილი) ჩვენ მივიჩნევთ, რომ საქართველოსთან ომის ალბათობა მაღალია. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ საქართველო ამ შეთანხმებას ხელს არ აწერს. ოქტომბრის დასაწყისში, სავარაუდოდ, 5-6 რიცხვში იგეგმება ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი. ჩემი აზრით, ეს არის დიდი შესაძლებლობა საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებისთვის. თუ საქართველო მშვიდობისკენ არის მომართული, მაშინ ამ შეთანხმებას მოაწერს ხელს, თუკი არა – ეს ნიშნავს, რომ ის არ მოაწერს ხელს ამ შეთანხმებას. შემიძლია ოფიციალურად განვაცხადო, რომ ჩვენ მზად ვართ ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას”, – განაცხადა არძინბამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ შშ საქართველოზე ზეწოლას ახორციელებს, ე.წ.მეორე ფრონტის გასახსნელად.

იტვირთბა....