უკრაინის შეიარღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ნაწილობრივი მობილიზაციისთვის გამოძახებული პერსონალის მიღება დაიწყეს, თუმცა, მათ წვრთნები არ ჩატარებიათ.
“რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ნაწილობრივი მობილიზაციისთვის გამოძახებული პერსონალის მიღება დაიწყეს. შედეგად, საბრძოლო ზონაში განლაგებული პირველი სატანკო არმიის მე-2 მოტომსროლელი დივიზიის პირველი სატანკო პოლკის ნაწილებში გაძლიერება განხორციელდა. მათ წვრთნა არ ჩატარებიათ. ასევე, რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ნაწილობრივ მობილიზაციასთან ერთად ეგრეთ წოდებული “თვითმობილიზაციის“ ზომების გატარებასაც აგრძელებს“, – ნათქვამია გენშტაბის ანგარიშში, რომელშიც აღნიშნულია, რომ მტრის ქვედანაყოფებს სისხლის სამართლის დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები უერთდებიან.