უკრაინული გამოცემა UNIAN სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებს აქვეყვენბს, რომლებიც ბალტიის ზღვაში, “ჩრდილოეთ ნაკადის” გაზსადენზე დაფიქსირებული გაჟონვის ზონაში არსებულ სიტუაციას ასახავს, როგორც
“უნიანის” ცნობით, ფოტოებს დანიელი სამხედროები ავრცელებენ.
ამასთან, როგორც UNIAN შვედურ სეისმოცენტრზე დაყრდნობით წერს, “ჩრდილოეთ ნაკადის” გაზის გაჟონვის ზონაში ძლიერი წყალქვეშა აფეთქებები დაფიქსირდა.
“ევროპაში ეჭვობენ, რომ ავარიის მიზეზი შეიძლება იყოს დივერსია, რომელშიც მყვინთავები მონაწილეობდნენ”, – წერს გამოცემა.
ცნობისთვის, Nord Stream AG, Nord Stream-ის ოპერატორმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ Nord Stream 1-ის ორივე ხაზზე წნევა დაეცა. 27 სექტემბერს კი, რუსეთის სახელმწიფო სააგენტო RIA-Novost-მა ინფორმაცია გაავრცელა ორივე მილსადენზე უპრეცედენტო დაზიანების შესახებ.