ახალი ამბები პოლიტიკა

“ახალი პერსპექტივისთვის მზად უნდა ვიყოთ, არ შეიძლება, გლოვაში ვიცხოვროთ” – პრეზიდენტი სოხუმის დაცემაზე

[su_quote]სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. ეს არის ერთი თაობა. ამ ერთმა თაობამ ყველას გვაჩვენა, ასევე აჩვენა აფხაზეთის მოსახლეობას, რომ არაფრის მომტანი არ იყო ეს წლები. არა აფხაზეთის კულტურისთვის, არა ენისთვის, არა მისი ეკონომიკისთვის, განვითარებისთვის და ეს არის ის, რასაც დღეს ალბათ ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ აფხაზეთში, ამას ხვდება, რომ რუსეთის ოკუპაცია არაფრის მომტანი არ არის.

დღეს უნდა ვიყოთ მზად, დავინახოთ და ჩვენც ვაჩვენოთ, რომ ახალი დრო იწყება, ახალი პერსპექტივა, ახალი ურთიერთობა და ამაზე უნდა ვიფიქროთ. გლოვა არ ჰყოფნის, გლოვა აუცილებელია, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რა არის ჩვენი წარსული, მაგრამ გლოვაში არ შეიძლება, ვიცხოვროთ. უნდა ვიცხოვროთ მომავალში და დარწმუნებული ვარ, ეს მომავალი ძალიან ბევრს, ძალიან ჩქარა მოგვიტანს. ამას ვხედავთ, როდესაც გამოდის იქ ჩვენი მოსახლეობა ბიჭვინთის საკითხზე, ვხედავთ, როდესაც რეაქციებია მობილიზაციაზე. ეს ყველაფერი არის ნიშნები, რომლებიც კარგად უნდა წავიკითხოთ.[/su_quote]

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

იტვირთბა....