ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება

“მთავარია, მომავალი ომბუდსმენი იყოს ყველას უფლებების დამცველი” – წულუკიანი

[su_quote]ჯერ ალბათ სჯობს, ყველა კანდიდატი დასახელდეს. თუ დღეს მე შეფასებებისგან თავს შევიკავებ, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ არ მაქვს ჩემი შეფასება რომელიმე ამ კანდიდატზე, მით უმეტეს, რომ არაერთ მათგანთან ჩემს ყოფილ თანამდებობაზე, იუსტიციის მინისტრის რანგში, საკმაოდ ახლო შეხება მქონია პროფესიული და თანამშრომლობითი. ალბათ შეფასებების დროც დადგება, ჯერ დაველოდოთ კანდიდატების დასახელებას.

ის, რომ ერთი ორგანიზაცია რამდენიმე კანდიდატს ასახელებს, ალბათ მისასალმებელია, მაგრამ მთავარია, მომავალი ომბუდსმენი იყოს ნამდვილად ყველა პატიმრის უფლებების დამცველი, ნამდვილად ყველა ადამიანის დამცველი, იქნება ეს საპატიმროში, თუ საპატიმროს მიღმა და არ ასხვავებდეს ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით, არ იცავდეს მხოლოდ მათ, ვინც არის ხელისუფლებასთან პოლიტიკურ ოპოზიცაში. ეს ნამდვილად იყო ამჟამინდელი ომბუდსმენის ხარვეზი, რაც ყველა შემთხვევაში გამოსასწორებელი იქნება.[/su_quote]

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, აღნიშნულის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახალხო დამცველის კანდიდატთან დაკავშირებით განაცხადა.

იტვირთბა....